ხილას დაკარგვის შემდეგ, ნაპოლი გატის ტრანსფერზე აქტიურდება
ლაციოს მცველი მარიო ხილა კარიერას მილანში გააგრძელებს, ნაპოლი კი მის ალტერნატივას ეძებს და პარტენოპეის მთავარი სამიზნე იუვენტუსის ფედერიკო გატია.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, ნაპოლიში იტალიელი მცველის ხილვა პირადად მაქს ალეგრის სურს და ჯოვანი მანა ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებებს უკვე შეუდგა.
იუვენტუსი გატის ნაპოლიში გაყიდვის წინააღმეგი არ არის, თუ პარტენოპეი 20-25 მილიონ ევროს გადაიხდის.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
