TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

უარი ინგლისელებს, გალენოს იუვენტუსში თამაში სურს

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, პორტუს ვინგერმა გალენომ ინგლისური გუნდები უარით გაისტუმრა და აგენტს აცნობა, რომ მისი პრიორიტეტი კარიერის იუვენტუსში გაგრძელებაა.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის პოზიტიური შეხვედრა უკვე გაიმართა და უახლოეს პერიოდში იუვენტუსი პორტუგალიელებს პირველი ოფიციალური წინადადებით მიმართავს.

პორტუს ფინანსური პრობლემები აქვს, ამიტომ პორტუს ფეხბურთელის დაახლოებით 30 მლიონ ევროდ გაყიდვა მოუწევს.