TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტურამის ტრანსფერში იუვეს კონკურენციას რომა უწევს

რომა ნიცას ნახევარმცველის კეფრენ ტურამის ტრანსფერით ინტერესდება, თუმცა ფრანგი ფეხბურთელისთვის ბრძოლაში გამოკვეთილი ფავორიტი იუვენტუსია.

Il Tempo-ს ცნობით, ჯალოროსი ფეხბურთელის აგენტს დაუკავშირდა და გუნდის ინტერესი დააფიქსირა, თუმცა ლილიან ტურამის შვილის პრიორიტეტი იუვენტუსში გადასვლაა და ამ მომენტისთვის სხვა ვარიანტებს არ განიხილავს.

კრისტიანო ჯუნტოლი ნიცასთან მოლაპარაკებების დაწყებას უახლოეს დღეებში გეგმავს. ფრანგები ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 18 მილიონ ევროს ითხოვენ, თუმცა იუვენტუსი ამ თანხის შემცირებას მოიზე კინის ან არკადიუშ მილიკის გამოყენებით გეგმავს.