ინგლისელების ინტერესის მიუხედავად, ტურამი ხელშეუხებელი ფეხბურთელია
მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, ზაფხულში იუვენტუსი ხეფრენ ტურამის გაყიდვას არც კი განიხილავს.
წყაროს ცნობით, ფრანგის მიმართ ინტერესს ინგლისელები იჩენენ და მზად არიან, იუვენტუსს საკმაოდ სარფიანი წინადადებებით მიმართონ, მაგრამ ტურამის გაყიდვა არ გამორიცხულია.
ლუჩიანო სპალეტი ფრანგს გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად მოიაზრებს და მისი გაშვება არ განიხილება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
