ტურამი:“ ამდენი შანსის განიავების უფლება არ გვაქვს“
ხეფრენ ტურამმა ლაციოსთან მატჩი შეაფასა.
„ჩვენ ძალიან გაბრაზებულები ვართ. ლაციომ 2 საგოლე მომენტი შექმნა და ორი გოლი გაგვიტანა, ჩვენ კი გაცილებით მეტი შეგვეძლო და მომენტების უმეტესობა ვერ გამოვიყენეთ.
„ჩვენ კარგი თამაში ჩავატარეთ, მთელი შეხვედრის განმავლობაში ვდომინირებდით, რაც საბოლოო შედეგის გამო კიდევ უფრო გვაბრაზებს, რადგან გამარჯვება გვსურდა და ეს დავიმსახურეთ კიდეც.
„დერბი ? იუვენტუსი ყოველთვის გამარჯვებისთვის იბრძვის და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ჩვენი მეტოქე, ეს არც მომდევნო მატჩში შეიცვლება.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
