ტუდორი:“ კონსეისაუ მატჩს სასტარტოში დაიწყებს“
იუვენტუსის მთავარამ მწვრთნელმა იგორ ტუდორმა მილანთან მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე DAZN-თან კომენტარი გააკეთა.
„რამდენად ვართ მზად ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ ? ჩვენ მატჩისთვის მოსამზადებლად ბევრი დრო არ გვქონია, მაგრამ ბიჭები მზად არიან. მილანთან შეხვედრა ყოველთვის გამორჩეული და გვინდა, დღეს 3 ქულა მოვიპოვოთ.
„ჩვენ სეზონი საკმაოდ რთული მატჩებით დავიწყეთ. ინტერი, ატალანტა, ახლა მილანი, შუა კვირაში კი ჩემპიონთა ლიგაზე გვიწევს თამაში, რაც მარტივი არ არის, მაგრამ ჩვენ ამბიციურები ვართ და ასეთი დატვირთვა არ გვაშინებს. მილანს პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენი პოტენციალი კარგად ვიცით და გვინდა, ის მოედანზე კარგი თამაშით ვაჩვენოთ.
„კონსეისაუ ? ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და დღევანდელ შეხვედრას ძირითადში დაიწყებს. რა თქმა უნდა, შიკოს 90 წუთი თამაში არ შეუძლია, რადგან ლაზარეთიდან ახლახანს დაბრუნდა, მაგრამ ის სასტარტოში იქნება.
„ჟეგროვა ? ედონი ნელ-ნელა ფორმაში შედის. ნუ დაგავიწყდებათ, მას ძალიან დიდი დრო გაუცდა და სათამაშო რითმში დაბრუნება მარტივი არ არის.
„ალეგრი ? მაქსის თაობაზე ბევრი საუბარი უდაგილოა, ალეგრიზე მის მიერ მოპოვებული ტიტულები საუბრობენ. მან იუვენტუსში შესანიშნავი პერიოდი გაატარა და გუნდს არაერთი ტიტული მოუტანა, ის ძალიან კარგი მწვრთნელი და ადამიანია.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
