TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტოტენჰემი მაკკენისა და კიეზას ტრანსფერებით ინტერესდება

ბრიტანული გამოცემა Express-ის ცნობით, ტოტენჰემი იუვენტუსის ორი ფეხბურთელის ფედერიკო კიეზასა და უესტონ მაკკენის ტრანსფერებით ინტერესდება.

წყაროს ცნობით, ტოტენჰემმა კიეზას ტრანსფერზე მუშაობა მას შემდეგ განაახლა, რაც იუვენტუსმა ფეხბურთელის სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხა 15 მილიონ ევრომდე შეამცირა.

მაკკენის რაც შეეხება, ამერიკელის მიმართ ინტერესს არაერთი გუნდი იჩენს, მაგრამ პრობლემა კვლავ მის მიერ მოთხოვნილი ხელფასი – 4.5 მილიონი ევროა, რის გადახდასაც ამ მომენტისთვის არც ერთი დაინტერესებული გუნდი არ აპირებს.