ტოტენჰემი მაკკენის ტრანსფერზე გააქტიურდა
ბრიტანული გამოცემა Football Insider-ის ინფორმაციით, ტოტენჰემი იუვენტუსის ნახევარმცველის უესტონ მაკკენის ტრანსფერზე მუშაობს.
წყაროს ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და თუ ტოტენჰემი მოთხოვნილი 20 მილიონის გადახდას დათანხმდება, ამერიკელი კარიერას ლონდონურ გუნდში გააგრძელებს.
იუვენტუსი მაკკენის გამოყენებას დუგლას ლუისის ტრანსფერში გეგმავდა, თუმცა მისი ტოტენჰემში გადასვლის შემთხვევაში, ბიანკონერი ასტონ ვილას სამუელ აილინგ-ჯუნიორსა და დაახლოებით 40 მილიონ ევროს შესთავაზებს.