TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტოტენჰემი კიეზას სანაცვლოდ 30 მილიონს იხდის

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანი ბალძარინიმ ტოტენჰემის მხრიდან ფედერიკო კიეზას მიმართ ინტერესი დაადასტურა.

„ტოტენჰემის ინტერესი კიეზას მიმართ სერიოზულია. ლონდონელები იტალიელის სანაცვლოდ იუვენტუსს 30 მილიონ ევროს შესთავაზებენ და კიეზასთან საერთო ენის გამონახვას ეცდებიან, ამით ისინი ზედმეტი კონკურენციის თავიდან არიდებას ცდილობენ.“

ტოტენჰემს კიეზას ტრანსფერში ამ მომენტისთვის კონკურენციას არსენალი უწევს, მაგრამ მეთოფეებს იუვენტუსთან მოლაპარაკებები დაწყებული არ აქვთ.