TuttoJuve

Juve per sempre sarà

ტოტენჰემი კალაფიორის სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხის გადახდის წინააღმდეგი არ არის

ტოტენჰემი და იუვენტუსი რიკარდო კალაფიორის ტრანსფერისთვის ბრძოლას აგრძელებენ, ბოლო პერიოდში კი ინგლისელები საგრძნობლად გააქტიურდნენ და ბოლონიასთან საერთო ენის გამონახვას ცდილობენ.

ბრიტანული წყაროების ცნობით, ლონდონური გუნდი იტალიელი მცველის სანაცვლოდ მოთხოვნილი 40-45 მილიონი ევროს გადახდის წინააღმდეგი არ არის.

პრობლემა თავად ფეხბურთელის სურვილია, რომელსაც იტალიაში დარჩენა და იუვენტუსში თამაში სურს, თუმცა ბიანკონერი მის სანაცვლოდ 40 მილიონის გადახდას არ აპირებს.

33 views
error: დაცული კონტენტი !