ტონი:“ შესანიშნავი იუვე, ეს შესაძლოა გარდამტეხი გამარჯვება იყოს“
ლეგენდარულმა ლუკა ტონიმ ბოლონია – იუვენტუსის მატჩი შეაფასა.
„ეს გამარჯვება შესაძლოა იუვენტუსისთვის გარდამტეხი გამარჯვება იყოს, რადგან ბოლონიას წინააღმდეგ თამაში მათსავე მოედანზე ძალიან რთული ამოცანაა, მათ შესანიშნავი გუნდი ჰყავთ, თუმცა იუვენტუსმა კარგად ითამაშა, დამაჯერებელი იყო და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა.
„ეს ძალიან კარგი იუვე იყო, მე მათი თამაში, ჩართულობა და ბრძოლის სურვილი მომეწონა. ასეთი მნიშვნელოვანი გამარჯვება გუნდს ყოველთვის დამატებით თავდაჯერებულობასა და საჭირო მუხტს აძლევს, ეს კი 3 ქულაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
