TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტონალის იტალიაში დაბრუნება უნდა…

იტალიური წყაროების ცნობით, იუვენტუსის ერთ-ერთ მთავარ სატრანსფერო სამიზნეს სანდრო ტონალის სერია ა-ში დაბრუნება სურს.

მარკო კონტერიოს ცნობით, იტალიელი ფეხბურთელის პრიორიტეტი მიმდინარე სეზონის ბოლოს სერია ა-ში დაბრუნება იქნება და ამ მომენტისთვის ტონალის გაფორმების ერთადერთი ვარიანტი სწორედ იუვენტუსია.

ნიუკასლი სანდროს სანაცვლოდ 75-80 მილიონს ითხოვს, იუვენტუსი კი ამ თანხის შემცირებას ტრანსფერში დუგლას ლუისის ან დუშან ვლაჰოვიჩის ჩართვით ეცდება.

error: დაცული კონტენტი !