TuttoJuve

Juve per sempre sarà

ტოდიბოს ტურინში უახლოეს საათებში ელოდებიან

იუვენტუსსა და ნიცას შორის ჟან-კლერ ტოდიბოს ტრანსფერის ყველა დეტალი შეთანხმებულია, ის მომდევნო დღეებში ტურინში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ბიანკონერის რიგებს ოფიციალურად შეუერთდება.

ალფრედო პედულას ინფორმაციით, ტურინული გრანდი ფრანგი ფეხბურთელის 1-წლიანი იჯარის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს გადაიხდის, მისი შემდგომში 20 მილიონად გამოსყიდვის ვალდებულებით.

ტოდიბო გუნდთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და მისი გასამრჯელო სეზონში ბონუსების ჩათვლით 2.5 მილიონი ევრო იქნება.

30 views
error: დაცული კონტენტი !