TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტოდიბო სხვა გუნდებთან მოლაპარაკებებზე უარს ამბობს და იუვენტუსის მოლოდინშია

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ჟან კლერ ტოდიბოს პრიორიტეტი იუვენტუსში თამაში რჩება და სხვა გუნდებთან მოლაპარაკებებზე უარს ამბობს.

იუვენტუსი და ნიცა 24 წლის ფრანგი მცველის ტრანსფერის ფორმულასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აგრძელებენ, თუმცა ჯერჯერობით საერთო ენის გამონახვა უჭირთ.

ბიანკონერის ფეხბურთელის ფასიანი იჯარით გაფორმება სურს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, ფრანგები კი მოთხოვნილი 30-35 მილიონი ევროს მიღებას ახლავე ითხოვენ.

წყაროს ცნობით, მომდევნო დღეები ტოდიბოს ტრანსფერთან დაკავშრებით გადამწყვეტი იქნება.