TuttoJuve

Juve per sempre sarà

ტოდიბო დაცვის გასაძლიერებლად იუვენტუსის პრიორიტეტია

იუვენტუსი რიკარდო კალაფიორის ალტერნატივების ძიებას აქტიურად აგრძელებს და ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, ჟან-კლერ ტოდიბო ამ მომენტისთვის კრისტიანო ჯუნტოლის პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნეა.

წყაროს ცნობით, გუნდებს შორის მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს და მხარეები ისეთი ფორმულის გამონახვას ცდილობენ, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს.

თავად 24 წლის უკანახაზელმა ტრანსფერს მწვანე შუქი უკვე აუნთო და მოლაპარაკებების პოზიტიურად დასრულების მოლოდინშია.

71 views
error: დაცული კონტენტი !