TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტარდელი:“ ვლაჰოვიჩი იუვენტუსისთვის პრობლემად იქცა“

იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა მარკო ტარდელიმ ემპოლისთან ცუდი მატჩის გამო დუშან ვლაჰოვიჩი გააკრიტიკა.

„ვლაჰოვიჩის თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ის საჭირო მომენტებში გუნდის დახმარებას ვერასოდეს ახერხებს და იუვენტუსისთვის პრობლემა ხდება. სერია ა-ს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელს მეტი მოეთხოვება.“

ვლაჰოვიჩი გუშინდელ მატჩში ბურთს სულ 30-ჯერ შეეხო და პოზიცია 12-ჯერ დაკარგა, მისი პასების სიზუსტის მაჩვენებელი 60 პროცენტი იყო…