კალულუ:“ სასტარტოში ყოფნა მახარბეს, მაგრამ შედეგით უკმაყოფილო ვარ…“
პიერ კალულუმ, ვინც ემპოლისთან მატჩში იუვენტუსის მხრიდან ერთ-ერთი საუკეთესო იყო, გასული შეხვედრა შეაფასა.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მწვრთნელმა ნდობა გამომიცხადა და სასტარტოში დამაყენა. ვფიქრობ, მისი მითითებები კარგად შევასრულე, თუმცა სასურველი შედეგის მოპოვება ვერ შევძელით, რაც ძალიან სამწუხაროა.
„სერია ა-ში გამარჯვება მარტივი არც ერთ გუნდთან არ არის, ჩვენ ჯერ გზის დასაწყისში ვართ, გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელია და მომდევნო მატჩებში კიდევ უფრო ძლიერები ვიქნებით.
„მოტა ? მან ტელეფონზე პირველივე საუბრის შემდეგ ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა, ტიაგო ძალიან ღია ადამიანია, ის ბევრ საჭირო რჩევას გვაძლევს და თითოეულ ჩვენგანს მუშაობისა და განვითარებისთვის იდეალურ პირობებს გვიქმნის.“