ტარდელი:“ სპალეტის შენარჩუნება სწორი და ლოგიკური გადაწყვეტილებაა“
მარკო ტარდელიმ იუვენტუსში ლუჩიანო სპალეტის დარჩენა მოიწონა.
„ჩემპიონთა ლიგის საგზური ჯერ მოპოვებული არ გვაქვს, მაგრამ ამის მიუხედავად, ლუჩიანო სპალეტისთან კონტრაქტის გახანგრძლივება სწორი და ლოგიკური გადაწყვეტილება იყო.
„ლუჩიანომ მოედანზე და მოედანს მიღმა შესანიშნავად იმუშავა და ახალი კონტრაქტი დაიმსახურა. ახლა მას გუნდის თავისი სურვილისამებრ ჩამოყალიბება შეეძლება და მომდევნო სეზონში გაცილებით კარგ იუვენტუსს ველოდები.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
