TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტაკინარდი:“ კოპმეინერსი იუვენტუსისთვის ფუნდამენტალური ფეხბურთელი გახდება“

იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ ტიაგო მოტას გუნდში ტეუნ კოპმეინერსის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, კოპმეინერსს სერია ა-ში ბალანსის შეცვლა შეუძლია, ის იუვენტუსში გუნდის უმნიშვნელოვანესი წევრი გახდება.

„ტეუნს ვურჩევდი, რომ იუვენტუსში ტრანსფერი საწყის წერტილად აღიქვას და მუშაობა კიდევ უფრო მონდომებით გააგრძელოს. იუვენტუსი უნდა გახდეს ადგილი, სადაც ის თავის შესაძლებლობებს უმაღლეს დონეზე დაამტკიცებს. ვფიქრობ, მას აქვს პოტენციალი, კევინ დე ბრუინის დონეს მიუახლოვდეს და იყოს ნახევარმცველი, რომელიც სეზონში მინიმუმ 10 გოლს იტანს და მინიმუმ 10 საგოლე გადაცემას აკეთებს.“