სარი:“ ჩემ დროს იუვე ცვლილებებისთვის მზად არ იყო, ახლა სხვა სიტუაციაა“
იუვენტუსის ყოფილმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ მიმდინარე სეზონში სკუდეტოს მოპოვების ფავორიტებზე ისაუბრა.
„ინტერი კვლავაც ფავორიტია, მაგრამ ჩვენ სხვა გუნდების განვითარებას უნდა დაველოდოთ. საინტერესოა, როგორი იქნება ტიაგო მოტას იუვენტუსი და ანტონიო კონტეს ნაპოლი, ასევე არ შეიძლება მილანის დავიწყება, მათ ძლიერი შემადგნელობა ჰყავთ, იმავეს თქმა შეიძლება რომაზე, ჯალოროსიმ კარგი ფეხბურთელები დაიმატეს.
„ცვილებები იუვენტუსში ? როდესაც მე გუნდში მივედი, იუვენტუსი ფილოსოფიის შეცვლისთვის მზად არ იყო, თუმცა ვფიქრობ, რომ ახლა სულ სხვა სიტუაციაა. ჯერ რაიმეს განსჯა ადრეა, მაგრამ გასულ მატჩებში ჩვენ ტიაგო მოტას ფილოსოფიის ნიშნები უკვე ვნახეთ.
„რონალდუ ? მას ჩემთან იტალიაში საუკეთესო სეზონი ჰქონდა, კრიშტიანუმ საერთო ჯამში 37 გოლი გაიტანა.
„ჯუნტოლი ? ის თავისი საქმის პროფესიონალია, ჩვენ ნეაპოლში 3 წლის განმავლობაში შესანიშნავი შედეგები დავდეთ, ის იუვენტუსს ტიტულებამდე აუცილებლად მიიყვანს, არ ვიცი როდის, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება. ის არის დირექტორი, რომელიც მწვრთნელისა და ფეხბურთელების იდეებსა და პოზიციებს ძალიან მარტივად იგებს და მათზე საჭირო რეაგირებას ახდენს.
„არის თუ არა იუვესთან ერთად ტიტულის მოპოვება კარიერის საუკეთესო მომენტი ? ტიტული ბევრი ადამიანისთვის ყველაფერზე მაღლა დგას, ჩემთვის კი ეს მნიშვნელოვანია, თუმცა მე უშუალოდ განვლილ გზასა და თავგადასავალს უფრო ვაფასებ.“