TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტაკინარდი:“ ადაპტაციის გავლის შემდეგ, იუვენტუსის ნახევარდაცვა საგრძნობლად ინტენსიური და ხარისხიანი იქნება“

იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ რომასთან მატჩი შეაფასა.

„რომასთან შეხვედრის გამო იუვენტუსის კრიტიკა აბსურდია. ტურინელები მატჩის მსვლელობას აკონტროლებდნენ და რომას არც ერთი რეალური მომენტის შექმნის საშუალება არ მისცეს.

„გუნდის ახალწვეულები ჯერჯერობით საჭირო ინტენსიობითა და ტემპით ვერ თამაშობენ, რაც სრულიად გასაგებია, მაგრამ მათი ხარისხი აშკარაა და მხოლოდ დროის საკითხია, თუ როდის გახდება ბიანკონერის ნახევარდაცვა უფრო ინტენსიური და ხარისხიანი, რაც მოტას გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება.“