იუვე დევიდის უფასოდ გაფორმებას ეცდება
Calciomercato-ს ინფორმაციით, კრისტიანო ჯუნტოლი გუნდის გაძლიერებაზე მუშაობას აგრძელებს და მომდევნო ზაფხულისთვის მზადებას იწყებს.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე ლილის ფორვარდი ჯონათან დევიდი იქნება, ვისი კონტრაქტიც ფრანგულ გუნდთან სეზონის ბოლოს იწურება და ნებისმიერ მსურველს მისი უფასოდ გაფორმება შეეძლება.
დევიდს თებერვლის პირველი რიცხვიდან ნებისმიერ გუნდთან პრე-კონტრაქტის გაფორმება შეეძლება და ჯუნტოლი მის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დაწყებას სწორედ მაშინ გეგმავს.