TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

სუპერ ლიგა ბრუნდება, პროექტი 2025 წელს აიღებს სტარტს

იტალიური მედიის ინფორმაციით, სუპერ ლიგის პროექტი ბრუნდება და ტურნირის ორგანიზატორები ჩემპიონატის დაწყებას 2025 წლის ბოლოს გეგმავენ.

ევროპული სასამართლოს ვერდიქტის შემდეგ, რომელიც FIFA-ს და UEFA-ს სუპერ ლიგაში მონაწილე გუნდებისთვის რაიმე სანქციის დაწესებას უკრძალავს, პროექტის ორგანიზატორები ტურნირის პირველად გამართვას 2025 წლის სექტემბერს გეგმავენ.

გამოცემა AS-ს ინფორმაციით, კომპანია A22, რომელიც სუპერ ლიგის პროექტის ორგანიზატორია, ჩემპიონატის დეტალებზე აქტიურად მუშაობს და უახლოეს პერიოდში აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.

იუვენტუსის ხელმძღვანელობამ გასულ თვეებში პროექტის დატოვება დააანონსა, მაგრამ ოფიციალურად ბიანკონერი სუპერ ლიგის ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად რჩება, ამიტომ ჯერჯერობით უცნობია, რა პოზიციას დაიკავებს ტურინული გრანდი ამ საკითხთან დაკავშირებით.