სულეს ტრანსფერისთვის ბრძოლაში ვესტ ჰემი დაწინაურდა
იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსის არგენტინელი ვინგერის მატიას სულეს ტრანსფერზე ვესტ ჰემი გააქტიურდა და ტურინულ გრანდს კონკურენტებზე უკეთესი პირობები შესთავაზა.
Tuttosport-ის ცნობით, ჩაქუჩები მზად არიან სულეს სანაცვლოდ იუვენტუსის მიერ მოთხოვნილი 35 მილიონი დაუყოვნებლივ გადაიხადონ, ყოველგვარი ბონუსების გარეშე.
წყაროს ინფორმაციით, თუ სულემ ვესტ ჰემში ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა, გუნდებს შორის შეთანხმება პრობლემა არ იქნება.