სულეს რომაში ტრანსფერი უახლოეს დღეებში დაიხურება
რომაული გამოცემა Il Romanista-ს ინფორამციით, რომა იუვენტუსს მატიას სულეს თაობაზე ახალი წინადადებით უახლოეს პერიოდში მიმართავს და დიდი ალბათობით ტრანსფერი დაიხურება კიდეც.
წყაროს ცნობით, ჯალოროსი სულეს სანაცვლოდ გარანტირებული 30 მილიონი ევროს გადახდას დათანხმდა, რასაც მომავალში ბონუსების სახით კიდევ 5 მილიონი ევრო დაემატება.
თავად არგენტინელს რომასთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებული აქვს და იმის მიუხედავად, რომ ლესტერი მას გაცილებით კარგ პირობებს სთავაზობს, სულეს კარიერის რომაში გაგრძელება უნდა.