TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

სულეს დაკარგვის შემთხვევაში, რომა კიეზას ტრანსფერზე მუშაობას განაახლებს

რომა მატიას სულეს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს, მაგრამ ჯალოროსის ლესტერთან ფინანსურად კონკურენციის გაწევა გაუჭირდება, ამიტომ დიდი ალბათობით მისი ალტერნატიული ვარიანტის მოძებნა მოუწევს.

Il Messaggero-ს ცნობით, სულეს ხელიდან გაშვების შემთხვევაში, ჯალოროსი ფედერიკო კიეზას კანდიდატურას დაუბრუნდება და მის გაფორმებას ეცდება.

სულეს მსგავსად, იუვენტუსი კიეზას 30-35 მილიონ ევროდ აფასებს, თუმცა ტრანსფერში რომელიმე ფეხბურთელის, მათ შორის სტეფან ელ შაარავისა და 22 წლის ტალანტის ნიკოლა ჟალევსკის ჩართვის წინააღმდეგი არ არის.