TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბერარდი იუვენტუსის სატრანსფერო სიაში დაბრუნდა

Sky Sport-ის ინფორმაციით, სასუოლოს კაპიტანი დომენიკო ბერარდი იუვენტუსის სატრანსფერო სამიზნეების სიაში დაბრუნდა.

ტურინული გრანდი მომდევნო სეზონში 5 ჩემპიონატზე ითამასებს, ამიტომ ტიაგო მოტას გრძელი სკამი სჭირდება და გუნდის სიღრმის გასაზრდელად ბერარდი იდეალურ კანდიდატად მოიაზრება.

იტალიელ ფეხბურთელს სერია ბ-ში გადავარდნილი სასუოლოს დატოვება და იუვენტუსში გადასვლა სურს, თუმცა პრობლემა ნეროვერდის მიერ მოთხოვნილი 20-25 მილიონი ევროა, რის გადახდასაც ბიანკონერი არ აპირებს. ტურინელებს მისი გაფორმება მაქსიმუმ 10-15 მილიონის ფარგლებში სურს.