სულეს აგენტი იუვენტუსის წარმომადგენლებს შეხვდა
Sky Sport-ის ინფორმაციით, მატიას სულეს აგენტსა და იუვენტუსის ხელმძღვანელობას შორის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა.
წყაროს ცნობით, არგენტინელის აგენტმა იუვენტუსს ლესტერის წინადადება წარუდგინა, რომლის მიხედვითაც ინგლისელები ბიანკონერის ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროსა და ბონუსებს სთავაზობენ.
იუვენტუსი დიდი ალბათობით ამ წინადადებაზეც უარს იტყვის. ჯუნტოლი გარანტირებულ 30 მილიონსა და ბონუსებს ითხოვს.