სპალეტის მომდევნო სეზონში სკუდეტოსთვის ბრძოლა სურს
რომეო აგრესტის ინფორმაციით, იუვენტუსსა და ლუჩიანო სპალეტის შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები გრძელდება.
წყაროს ცნობით, მხარეები არა ხელფასზე ან კონტრაქტის ხანგრძლივობაზე, არამედ გუნდის ამბიციებზე საუბრობენ.
სპალეტი მიიჩნევს, რომ იუვენტუსს სოლიდური საძირკველი აქვს და ზაფხულში რამდენიმე ტოპ ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში გუნდი სკუდეტოსთვის იბრძოლებს. ლუჩიანოს ხანგრძლივი პროექტის ჩაბარება არ სურს და მას ტიტულებისთვის ბრძოლა დაუყოვნებლივ უნდა.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
