სპალეტის მომდევნო სეზონში კოლო მუანი-ვლაჰოვიჩის დუეტის ხილვა სურს
იუვენტუსი დუშან ვლაჰოვიჩის ახალ კონტრაქტსა და რანდალ კოლო მუანის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ლუჩიანო სპალეტი დარწმუენბულია, რომ ვლაჰოვიჩი-კოლოს დუეტი გუნდს მომდევნო სეზონში გოლების გარანტიას მისცემს, რაც ამ სეზონში უდიდეს პრობლემად იქცა.
წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსი და ვლაჰოვიჩი ახალ კონტრაქტზე შეთანხმებასთან ახლოს არიან, ხოლო კოლო მუანის ტურინში დაბრუნება სურს და ბიანკონერის პსჟ-სთან საერთო ენის გამონახვა არ უნდა გაუჭირდეს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
