იუვე პერინის შენარჩუნებას და დი გრეგორიოს გაყიდვას გეგმავს
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი სეზონის ბოლოს მატია პერინის შენარჩუნებას და მიკელე დი გრეგორიოს გაყიდვას გეგმავს.
წყაროს ცნობით, ლუჩიანო სპალეტი პერინის თამაშით კმაყოფილია, ის გუნდის გასახდელში მნიშვნელოვან ფიგურად მოიაზრება და გუნდს სათადარიგო კიპერის ამპლუაში მისი შენარჩუნება სურს.
დი გრეგორიოს რაც შეეხება, მან მოლოდინები ვერ გაამართლა, ამიტომ ტურინულ გრანდს ფეხბურთელის გაყიდვა და ახალი ძირითადი კიპერის გაფორმება სურს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
