TuttoJuve

Juve per sempre sarà

სპალეტის ახალი კონტრაქტის დეტალები ცნობილია

მიკელე დე ბლაზისის ინფორმაციით, იუვენტუსს ლუჩიანო სპალეტის ახალი კონტრაქტის გაოფიციალურება მიმდინარე თვის ბოლომდე სურს.

წყაროს ცნობით, სპალეტის ახალი კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე იქნება გათვლილი. ლუჩიანოს წლიური გასამრჯელო 4.5 მილიონი ევრო იქნება, რასაც ბონუსები დაემატება, თუმცა თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას ვერ შეძლებს, იტალიელი სპეციალისტის ხელფასი 3.5 მილიონამდე შემცირდება.

სპალეტის მთავარი მოთხოვნა არა მაღალი ხელფასი, არამედ გარანტიაა, რომ იუვენტუსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პრიოდში შემადგენლობას გააძლიერებს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !