სპალეტი:” ნაპოლისთან მატჩში შეცდომები დავუშვი, ილდისი ? ის კვარას მაგონებს”
პიერ კალულუს შემდეგ (იხილეთ აქ), პაფოსთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია ლუჩიანო სპალეტიმ ისაუბრა.
„პაფოსი ძალიან კარგი გუნდია. მათ რიგებში ბევრი ბრაზილიელი და პორტუგალიელი ფეხბურთელი ირიცხება, ისინი ძალიან ტექნიკური და სწრაფები არიან და იციან, როგრ ითამაშონ ფეხბურთი. მათ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ცუდად მხოლოდ ბაიერნთან ითამაშეს და ძლიერი მეტოქეების მიუხედავად, ცოტა გოლი გაუშვეს.
„ისინი არიან ფიზიკურად ძლიერი, ორგანიზებული, სტანდარტულების დროს ძალიან სახიფათოები, ჩვენ სირთულეებისთვის მზად უნდა ვიყოთ.
„პრობლემები შეტევაში ? გვესმის, რომ ამ მომენტისთვის არც სტატისტიკა და არც ინდივიდუალური თამაშის ხარისხი დამაკმაყოფილებელი არ არის. ახლა მე ჩემს ფეხბურთელებს, მათ შესაძლებლობებს უკეთ ვიცნობ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ველოდებოდი თუ არა ასეთ სირთულეებს ? მე ახლა ისეთივე ამბიციები და მოლოდინები მაქვს, რომლებიც იუვენტუსში მოსვლის დღეს მქონდა. ვარჯიშების დროს ვხედავ პროგრესს, ვხედავ ჩვენი მუშაობის შედეგებს, რაც ერთდროულად მაბრაზებს და მამშვიდებს. მაბრაზებს იმიტომ, რომ შედეგების მხრივ გაცილებით მეტი შეგვიძლია, მამშვიდებს იმიტომ, რომ გუნდის პოტენციალს ვხედავ.
„ტურამი ? ჩემი აზრით, ის ძალიან ხარისხიანი, ტოპ დონის ფეხბურთელია. რა თქმა უნდა, მას გარკვეული ასპექტებზე მუშაობა მოუწევს, მაგრამ ხეფრენს შესანიშნავი შესაძლებლობები და გამორჩეული პოტენციალი აქვს.
„ბრემერი და რუგანი ? მე მათ მოუთმელნად ველოდები. ხვალინდელ მატჩში ორივე მათგანი განაცხადში იქნება, მაგრამ არ ვიცი, ვნახავთ თუ არა მათ მოედანზე. მათ მხოლოდ 10-15 წუთით თამაში შეუძლიათ.
„კომენტარი ილდისის შესახებ ? მე ვიგულისხმე ის, რომ კენანს გაცილებით მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე ის ახლა აჩვენებს. ილდისი მე კვარაცხელიას მაგონებს, ის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია, მისმა კარგმა თამაშმა არაერთი ქულა მოგვიტანა, მაგრამ ილდისს გაცილებით მეტი შეუძლია. ის იმ ფეხბურთელების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებსაც მატჩის მსვლელობის შეცვლა შეუძლიათ.
„ნაპოლისთან მატჩი ? ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რადგან სხვა შედეგისთვის ვიბრძოდით. რა თქმა უნდა, მარცხში უპირველესყოვლისა პასუხისმგებელი მე ვარ, მე შევარჩიე ფორმაცია და სასტარტო შემადგენლობა, რამაც არ გაამართლა.
„4-3-3 ? თანამედროვე ფეხბურთში კონკრეტული ფორმაციები და სისტემები სულ უფრო უმნიშვნელო ხდება, დღევანდელ ფეხბურთში უფრო მნიშვნელოვანი ინტენსიობა, ბევრი სირბილი, პრესინგი და თითოეული ბურთისთვის ბრძოლაა.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
