TuttoJuve

Juve per sempre sarà

სპალეტი მაკკენის შენარჩუნებას ითხოვს

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ლუჩიანო სპალეტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა უესტონ მაკკენის შენარჩუნებაა.

სპალეტის იუვენტუსში მისვლის შემდეგ, ამერიკელი ფეხბურთელი ტურინული გრანდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია და სპალეტის მისი ნებისმიერ ფასად შენარჩუნება სურს.

წყაროს ცნობით, მაკკენი იუვენტუსში დარჩენის წინააღმდეგი არ არის, თუმცა პრობლემა როგორც მის მიერ მოთხოვნილი ხელფასი – 4-4.5 მილიონი, ასევე ფეხბურთელის აგენტის საკომისიოა.

სკირას ინფორმაციით, მაკკენის მსურველები როგორც ევროპაში, ასევე MLS-ში ჰყავს, რაც იუვენტუსს საქმეს კიდევ უფრო ურთულებს…

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !