სპალეტის ერთ-ერთი მოთხოვნა მაკკენის შენარჩუნებაა
იტალიური მედიის ინფორმაციით, ლუჩიანო სპალეტი უესტონ მაკკენის შენარჩუნებას ითხოვს.
ამერიკელი ფეხბურთელი სპალეტის გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად ჩამოყალიბდა და სპალეტი, ვინც ტურინულ გრანდთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს, მაკკენის შენარჩუნებას ითხოვს.
SportItalia-ს ცნობით, მაკკენის ახალი კონტრაქტის თაობაზე მთავარი პრობლემა ფეხბურთელის აგენტის მიერ მოთხოვნილი საკომისიოა. მხარეებს შორის მოლაპარაკებები აქტიურად გრძელდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
