TuttoJuve

Juve per sempre sarà

სპალეტი მაკკენის შენარჩუნებას ითხოვს

იუვენტუსში მწვრთნელების ხშირი ცვლილების მიუხედავად, გუნდში უესტონ მაკკენის მნიშვნელობა უცვლელია.

ამერიკელი ფეხბურთელი თავისი შრომისმოყვარეობითა და უნივერსალობით ადგილის პოვნას როგორც ტუდორის, ასევე მოტას გუნდებში ახერხებდა და გამონაკლისი არც ლუჩიანო სპალეტი გახლავთ.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ლუჩიანო სპალეტი ამერიკელის უნივერსალობით გაკვირვებულია და მისი შენარჩუნება სურს. მაკკენის მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან სეზონის ბოლოს იწურება, მხარეებს შორის ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები უახლოეს კვირებში დაიწყება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !