სპალეტი კამბიაზოს გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ზაფხულში იუვენტუსიდან ანდრეა კამბიაზოს წასვლა გამორიცხული არ არის.
წყაროს ინფორმაციით, ლუჩიანო სპალეტის ჯერჯერობით იმედი არ დაუკარგავს, რომ კამბიაზო თავისი პოტენციალის გამოვლენას შეძლებს, თუმცა ის ხელშეუხებელ ფეხბურთელად არ მოიაზრება.
კამბიაზოს მიმართ ინტერესს როგორც იტალიური, ასევე ინგლისური და ესპანური გუნდები იჩენენ და თუ რომელიმე მათგანი ტურინულ გრანდს შესაბამისი წინადადებით მიმართავს, იტალიელი გუნდს ატოვებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
