TuttoJuve

Juve per sempre sarà

სპალეტი:“ ილდისის ახალი კონტრქტი მნიშვნელოვანია, მე ეს უნდა დავიმსახურო“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ ლაციოსთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„ილდისის ახალი კონტრაქტი ? ჩვენ დღეს ყველანი ფორმალურად ვართ ჩაცმულები, რადგან ეს დღე იუვენტუსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კენანის გუნდში მაქსიმალურად დიდი ხნით ყოფნა იუვენტუსის ამბიციებსა და გეგმებს ადასტურებს.

„ითამაშებს თუ არა ის ხვალ ? კენანი თავს კარგად გრძნობს, მან გუნდთან ერთად ივარჯიშა და მზად არის. კელიმ და კონსეისაუმ განცალკევებით ივარჯიშეს, მათ თაობაზე გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებთ.

„ჩემი კონტრაქტი ? ვფიქრობ, ჩემი მხრიდან ამ თემაზე საუბარი და გუნდზე რაიმე სახის წნეხის განხორციელება სწორი არ იქნებოდა. გუნდს ყველაფრის გააზრებისთვის და გადაწყვეტილების მისაღებად დრო სჭირდება. მე, როგორც ილდისმა, ახალი კონტრაქტი უნდა დავიმსახურო და ამ თემაზე შემდეგ ვისაუბრებთ. ახლა თითოეულმა ჩვენგანმა კონცენტრაცია მომდევნო მატჩებზე უნდა გავაკეთოთ, პრიორიტეტი სწორედ ეს არის. მართალია ჩემი კონტრაქტი იწურება, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას გუნდი იღებს და მე ამ თემაზე საუბარს აღარ ვაპირებ. მე ელკანთან ხშირად ვსაუბრობ, ის გუნდთან ძალიან ახლოს არის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„20 წლის ლიდერი ? მოედანზე ასაკი მნიშვნელოვანი არ არის. კენანი გამორჩეული ფეხბურთელია, ის ნამდვილი ჩემპიონია, რომელიც მთელს გუნდს უკეთესს ხდის, არ ფიქრობს ინდივიდუალურ წარმატებაზე და გუნდის ინტერესებს ყოველთვის ყველაფერზე წინ აყენებს. ის არა მხოლოდ შესანიშნავი ფეხბურთელი, არამედ ძალიან კარგი ადამიანიც არის, ყოველთვის პოზიტიური, ბევრს იღიმის, ხუმრობს და რჩევებს ითვალისწინებს, რაც სამწუხაროდ დღევანდელ რეალობაში იშვიათობაა.

„ბოგა და ჰოლმი ? ორი ძლიერი ფეხბურთელი, ისინი აუცილებლად დაგვეხმარებიან. ბოგას როგორც მარცხენა ფლანგზე, ასევე სხვა პოზიციებზე შეუძლია თამაში და ადაპტაციას მარტივად გადის. მას აქვს სიჩქარე და ტექნიკა, კარგი დრიბლინგი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მახასიათებლებია.

„ჰოლმს რაც შეეხება, მას უკვე ძალიან დიდი ხანია ვაკვირდები. ის სპეციაში თამაშობდა, მე ამ გუნდის მატჩებს ხშირად ვესწრებოდი და ის ჩემზე ყოველთვის ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა.

„ილდისის დონის ფეხბურთელები იუვეში ? ჩვენ გვჭირდება ფეხბურთელები, რომლებსაც იუვენტუსში სათამაშოდ საჭირო ხასიათი და დონე აქვთ, რომლებიც გუნდის ხარისხს კიდევ უფრო გაზრდიან. ჩვენ იუვენტუსი ვართ, ეს სტატუსი კი ძალიან ბევრს ნიშნავს. მწვრთნელმა შესაძლოა ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაზე მოედანზე ფეხბურთელები გადიან და საბოლოო შედეგსაც ფეხბურთელები აფიქსირებენ.

„კელის პროგრესი ? ის ძალიან კარგი ფეხბურთელია. ამ მომენტისთვის ლოიდი თავისი პოტენციალის ძალიან მცირე ნაწილს იყენებს. მას აქვს ხარისხი, რომ თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო იყოს. მან მუშაობა უნდა გააგრძელოს, რადგან კელი სრულყოფილი ფეხბურთელია.

„რა ასპექტში უნდა მოუმატოს კონსეისაუმ ? მან გადაწყვეტილებების მიღება უფრო სწრაფად უნდა შეძლოს. თანამედროვე ფეხბურთში შეტევის სწორად განვითარებისთვის სულ რამდენიმე წამი გაქვს და შენ რეაგირება უმოკლეს დროში უნდა მოახდინო. ბურთი პირველ რიგში არა ფეხს, არამედ იდეას ემორჩილება, ფეხი უბრალოდ ამ იდეის განსახორციელებელი იარაღია.“


მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !