სპალეტი:“ ესპანეთს პატივს ვცემთ, მაგრამ იტალიას არავისი ეშინია“
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ ესპანეთთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.
„ჩვენ ხვალ ძალიან რთული, თუმცა შესანიშნავი მატჩი გველოდება. გვინდა, საკუთარი ძალები ისეთი ძლიერი კონკურებტის წინააღმდეგ გამოვცადოთ, როგორიც ესპანეთია. ჩვენ ალბანეთთან ძალიან კარგი შეხვედრა ჩავატარეთ, თუმცა ესპანეთის წინააღმდეგ კიდევ უფრო მეტი გვმართებს.
„ჩვენ თამაშის სტილის შეცვლას არ ვაპირებთ. იტალია ბურთის გაკონტროლებას ეცდება და მეტოქეს მაღალ პრესინგს შესთავაზებს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ესპანეთი მომენტებს აუცილებლად შექმნის.
„ესპანეთის ძლიერი მხარეები კარგად ვიცით, მათ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრები ჰყავთ და დიდ პატივისცემას იმსახურებენ, მაგრამ იტალია მოქმედი ჩემპიონია და ჩვენ არავისი გვეშინია.
„11-მეტრიანების შემსრულებელი იტალიაში ? სკამაკა, რეტეგი, ბარელა, დიმარკო, ასევე კალაფიორი და ჟორჟინიო. ჩვენ ამ მხრივ პრობლემები არ გვაქვს.“