სპალეტი დიასის გაფორმების იმედს არ კარგავს
ლუჩიანო სპალეტი იმედოვნებს, რომ სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე იუვენტუსი ბრაჰიმ დიასის გაფორმებას შეძლებს.
SportMediaset-ის ინფორმაციით, მაროკოელი ფეხბურთელი იტალიელი სპეციალისტიშტვის საოცნებო ტრანსფერია და ჯოვანი კარნევალი მის გაფორმებას ბოლო წამამდე ეცდება.
დიასის პრიორიტეტი რეალში დარჩენაა და მან ეს არაერთხელ დაადასტურა, თუმცა იუვენტუსი იმედოვნებს, რომ სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს ის აზრს შეიცვლის და იტალიაში დაბრუნებას დათანხმდება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
