სპალეტი:“ ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ, ჩვენ მუშაობა უნდა გავგრძელოთ“
იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ პიზასთან მატჩი შეაფასა.
„კოპმეიენრსი ? ის შესანიშნავი, უნივერსალური ფეხბურთელია, რომელსაც ნებისმიერ პოზიციაზე თავისი სტილის და ხარისხის გამოვლინება შეუძლია.
„მაკკენი მარცხენივ ? ამ ფლანგზე მეტოქეს ტურე ჰყავდა, ის ყველა მეტოქეს პრობლემებს უქმნიდა, მაკკენი კი თავისი ფიზიკურობითა და ენერგიით, რაშიც ის ერთ-ერთი საუკეთესოა, ტურეს განეიტრალებაში დაგვეხმარა.
„უნდა ითქვას, რომ პირველ ტაიმში ჩვენ ვერ განვახორციელეთ ის იდეები, რომლებიც გვინდოდა. ოპენდასა და ილდისისგან პირველ ტაიმში მეტი ხარისხი და ენერგია გვჭირდებოდა, მაგრამ მეორე ტაიმში უკეთესები ვიყავით.
„პიზა ძალიან კარგი გუნდია, მათ წინააღმდეგ თამაში ყველა გუნდს უჭირს, ამიტომ საბოლოო ჯამში გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ.
„სკუდეტო ? თქვენთვის რამდენიმე ტურის წინ სრული ფიასკო ვიყავით, ახლა კი ჩემპიონები ვართ, სინამდვილეში ჩვენ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და თითეულ მატჩში ბოლომდე ვიბრძოლოთ.
„მთავარი არის ის, რომ ამ გუნდს აქვს მოტივაცია და სურვილი, ბრძოლა გააგრძელოს და წარუმატებლობას არ შეეგუოს, ამის გარეშე ნებისმიერი წინსვლა შეუძლებელი იქნებოდა.
„4-მცველიანი სქემა ? თანამედროვე ფეხბურთში სტატიკური ფორმაცია აღარ არსებობს, ახლა უბრალოდ სივრცეები უნდა შეავსო და მეტოქეს თავისუფლება არ უნდა მისცე.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
