TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

სპალეტი:” ბელგიასთან ჩვენი მიზანი გამარჯვება იქნება“

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ბელგიასთან ხვალინდელ მატჩზე ისაუბრა.

შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება, მატჩის ლინკები ტრადიციულად დაიდება ჩვენს Telegram-ზე (იხილეთ აქ).

„ბოლო პერიოდში პოზიტიური სვლის გასაგრძელებლად ხვალ ჩვენი ერთადერთი მიზანი გამარჯვება იქნება.

„ბელგია ძალიან ძლიერი ნაკრებია, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო, თუმცა ჩვენ ამბიციური მიზნებისთვის ბრძოლა გვინდა, ამიტომ გამოწვევების არ გვეშინია.

„ბიჭები ძალიან მოტივირებულები არიან, ისინი ხვალინდელ შეხვედრას მოუთმენლად ელოდებიან და დარწმუნებული ვარ, თითოეული მათგანი ნაკრებისთვის 100 პროცენტით დაიხარჯება.“