სპალეტი ახალი კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ გარანტიებს ითხოვს
იუვენტუსმა და ლუჩიანო სპალეტიმ ახალი კონტრაქტის თაობაზე მუშობა დაიწყეს.
ტურინულ გრანდს სპალეტისთან ხელშეკრულების კიდევ 2 წლით გახანგრძლივება სურს და იუვენტუსში დარჩენის წინააღმდეგი არც თავად იტალიელია, მაგრამ სპალეტი გუნდისგან გარანტიებს ითხოვს.
Tuttosport-ის ცნობით, სპალეტის სურს, რომ ზაფხულში იუვენტუსმა თითოეულ პოზიციაზე მინიმუმ ერთი ტოპ დონის ფეხბურთელი გაიფორმოს, რაც გუნდს მომდევნო სეზონში ტიტულებისთვის ბრძოლის შესაძლებლობას მისცემს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
