სპალეტი:“ ახალი კონტრაქტი ? სანაკრები პაუზა მოლაპარაკებებისთვის იდეალური დროა“
იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ სასუოლოსთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.
„გადამწყვეტი მომენტები ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ? გადამწყვეტი ყოველთვის ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებია. ჩვენ ყოველთვის საუკეთესო თამაშს ვერ ვაჩვენებთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთ მომენტებში გამარჯვება არ შეგვიძლია. ერთმა მომენტმა შესაძლოა მთელი თამაშის სცენარი შეცვალოს და ჩვენ ეს მომენტები სწორად უნდა შევაფასოთ.
„ვლაჰოვიჩი და ტურამი ? გუნდი განაცხადს ძალიან მალე გამოაქვეყნებს. ჩვენ ტრავმების მხრივ გარკვეული პრობლემები ჯერ კიდევ გვაქვს, თუმცა საერთო ჯამში სკამზე ძალიან ძლიერი ფეხბურთელები გვყავს, რომლებსაც მატჩის მსვლელობის შეცვლა შეუძლიათ.
„ერთი-ერთზე სიტუაციები ? ჩვენ ფეხბურთელებს უნდა მივცეთ იმ თვისებების გამოყენების შესაძლებლობა, რაშიც ისინი ძლიერები არიან. ისეთი ფეხბურთელების გუნდში ყოფნა, რომლებსაც თავიანთი კაცის მოტყუება და სივრცეების შექმნა შეუძლიათ, ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი ასეთი ბოგაა და გუნდმა მისი გაფორმებით ძალიან კარგი ნაბიჯი გადადგა.
„ბოგა ცრუ ცხრიანის პოზიციაზე ? დიახ, ეს ერთ-ერთი ვარიანტია, მაგრამ ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ დაიწყებს მატჩს, თითოეული ფეხბურთელი მზად უნდა იყოს, რადგან ხშირად შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე წყდება.
„მეკარის სიტუაცია ? ვფიქრობ, ორივე მათგანი ძალიან კარგ ფორმაში არიან. დი გრეგორიოსთვის ამდენი მატჩი სკამზე დარჩენა ნაცნობი სიტუაცია არ არის, მაგრამ ის ძალიან მოტივირებულია. პერინი და დი გრეგორიო იუვენტუსის სამსახურში არიან და გუნდის დასახმარებლად ნებისმიერ მომენტში მზად არიან.
„ახალი კონტრაქტი ? დიახ, სანაკრებო პაუზის დროს ჩვენ ნაკლები სტრესი და მეტი დრო გვექნება. ჩემი მხრიდან, მე სრულიად მზად ვარ, გუნდის წინადადება მოვისმინო.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
