სიტის ინტერესი სავონას მიმართ სერიოზულია
იტალიური მედიის ინფორმაციით, მანჩესტერ სიტი ნიკოლო სავონას ტრანსფერით სერიოზულად ინტერესდება.
SportItalia-ს ცნობით, გუარდიოლას სავონას თამაში ჩემპიონთა ლიგაზე იუვენტუსსა და სიტის შორის გამართულ მატჩში მოეწონა და მას შემდეგ იტალიელი ინგლისელების სატრანსფერო სიაშია.
წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსი ახალგაზრდა უკანახაზელის გაყიდვას 30-35 მილიონზე ნაკლებად არ აპირებს.

 
                 
                 
                