TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

რეტეგი იუვენტუსის სატრანსფერო სიაში რჩება

იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსი ატალანტას ფორვარდის მატეო რეტეგის მიმართ ინტერესს არ კარგავს.

IlBianconero-ს ცნობით, ვიქტორ ოსიმენი იუვენტუსის პრიორიტეტული სამიზნეა, თუმცა ტურინული გრანდი პარალელურად მის ალტერნატიულ ვარიანტებსაც ეძებს და ერთ-ერთი მათგანი სწორედ რეტეგი გახლავთ.

წყაროს ცნობით, ლა დეა 26 წლის იტალო-არგენტინელის სანაცვლოდ, ვინც მიმდინარე სეზონში სერია ა-ს კაპოკანონიერე გახდება, მინიმუმ 50 მილიონ ევროს ითხოვს.

error: დაცული კონტენტი !