TuttoJuve

Juve per sempre sarà

სიტი იუვეს კამბიაზოს თაობაზე უახლოეს დღეებში წინადადებით მიმართავს

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მანჩესტერ სიტი უახლოეს დღეებში იუვენტუსს ანდრეა კამბიაზოს თაობაზე ოფიციალური წინადადებით მიმართავს.

წყაროს ცნობით, ქალაქელები იუვეს იტალიელის სანაცვლოდ დაახლოებით 60-65 მილიონ ევროს შესთავაზებენ.

იუვენტუსის პოზიცია კამბიაზოს თაობაზე არ იცვლება, ბიანკონერის მისი გაყიდვა არ სურს და აზრს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიცვლის, თუ რომელიმე დაინტერესებული გუნდი 80 მილიონს გადაიხდის.

28 views
error: დაცული კონტენტი !