TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

სიტი დი გრეგორიოს ტრანსფერით ინტერესდება

იტალიური გამოცემა Calciomercato-ს ინფორმაციით, მანჩესტერ სიტი იუვენტუსის კარის დარაჯის მიკელე დი გრეგორიოს ტრანსფერით ინტერესდება.

წყაროს ცნობით, ქალაქელები დი გრეგორიოს მიმართ ინტერესს უკვე დიდი ხანია იჩენენ და მათ წინააღმდეგ მატჩში შესანიშნავი ასპარეზობის შემდეგ სიტი ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს.

გამოცემის ინფორმაციით, ინგლისელები დი გრეგორიოს ედერსონის შეცვლის იდეალურ კანდიდატად მოიაზრებენ, თუმცა ფეხბურთელის გაყიდვა იუვენტუსის გეგმებში არ შედის და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ზაფხულში რამე შეიცვალოს.

error: დაცული კონტენტი !