სილვას აგენტი იუვენტუსთან და მილანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი ბერნარდო სილვას ტრანსფერზე მუშაობას შეუდგა.
პორტუგალიელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი მანჩესტერ სიტისთან სეზონის ბოლოს იწურება და დიდი ალბათობით ის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
Calciomercato-ს ცნობით, სილვას აგენტი ჟორჟე მენდეში კლიენტისთვის გუნდის ძიებას უკვე შეუდგა და მოლაპარაკებებს იუვენტუსთან და მილანთან აწარმოებს.
ევროპული გრანდების გარდა, სილვას ტრანსფერზე არაბული გუნდებიც მუშაობენ და მათთან ფინანსური კონკურენციის გაწევა რთული იქნება, ამიტომ საბოლოო გადაწყვეტილებას თავად სილვა მიიღებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                