სილვა სიტის სეზონის ბოლოს დატოვებს
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ბერნარდო სილვამ სეზონის ბოლოს მანჩესტერ სიტის დატოვება გადაწყვიტა.
პორტუგალიელი ფეხბურთელი, რომელიც გასულ თვეებში იუვენტუსს არაერთხელ დაუკავშირეს, ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება და მისი გაფორმება ნებისმიერ გუნდს სრულიად უფასოდ შეეძლება.
რომანოს თქმით, ამ მომენტისთვის სილვასთან მოლაპარაკებებს არც ერთი გუნდი არ აწარმოებს, თუმცა მას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ ნებისმიერ გუნდთან პრე-კონტრაქტის გაფორმება შეეძლება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
